2015 წლის 27 - 28 ივნისს აბაშის N1 საჯარო სკოლაში ისტ-ის პედაგოგებს ჩაგვიტარდა ტრენინგი. ტრენინგის მიზანი იყო მომზადება სასერთიფიკაციო გამოცდისთვის. ისტ-ის მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდა წელს პირველად ტარდება და ამიტომ ამ ტრენინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლეთ. ტრენერმა, ქალბატონმა მარინე მურჯიკნელმა, ელექტრონულად მოგვაწოდა სახელმძღვანელოები, რომლებიც, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება გამოცდისთვის მომზადებასა და პედაგოგიური მოღვაწეობაში.
ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებებს სასერთიფიკაციო გამოცდაზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაში.
დიდი მადლობა ქალბატონ მარინეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტრენინგის ორგანიზებასა და გამართვაში.

No comments:
Post a Comment