Sunday, June 28, 2015

ინფორმაცია სასერთიფიკაციო გამოცდების შესახებ

ინფორმაცია სასერთიფიკაციო გამოცდების შესახებ

ტრენინგის შესახებ

   2015 წლის 27 - 28 ივნისს აბაშის N1 საჯარო სკოლაში ისტ-ის პედაგოგებს ჩაგვიტარდა ტრენინგი. ტრენინგის მიზანი იყო მომზადება სასერთიფიკაციო გამოცდისთვის. ისტ-ის მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდა წელს პირველად ტარდება და ამიტომ ამ ტრენინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლეთ. ტრენერმა, ქალბატონმა მარინე მურჯიკნელმა, ელექტრონულად მოგვაწოდა სახელმძღვანელოები, რომლებიც, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება გამოცდისთვის მომზადებასა და პედაგოგიური მოღვაწეობაში.
 ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებებს სასერთიფიკაციო გამოცდაზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაში.
   დიდი მადლობა ქალბატონ მარინეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტრენინგის ორგანიზებასა და გამართვაში.

Sunday, October 12, 2014

ტრენინგის შეჯამება

     ტრენინგზე "ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" ვისწავლე პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები, სასწავლო პროექტის ორგანიზება და შეფასება, ბლოგის შექმნა და ინფორმაციის განთავსება მასზე, სასწავლო მასალის (პრეზენტაციის და გაკვეთილის გეგმის) გამოქვეყნება LeMiLL-ზე.
       ტრენინგზე შეძენილ ცოდნას და კომპეტენციებს აუცილებლად გამოვიყენებ სწავლების პროცესში.

      ტრენინგი საინტერესო, ნაყოფიერი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა. მადლობა ამ ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენერს – ქალბატონ მარინე მურჯიკნელს.

Sunday, October 5, 2014

მე-11ტრენინგდღე

   დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითად საფეხურებს (დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება).

ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება (შეფასების სქემა)

კრიტერიუმი
შეფასების დონე
დაბალი
საშუალო
მაღალი
ინფორმაციის მოპოვების ოპტიმალური  წყაროს შერჩევა
უჭირს ინფორმაციის მოპოვების ოპტიმალურ  წყაროს შერჩევა
ინფორმაციის წყაროს არჩევს, თუმცა უჭირს ისეთი წყაროს შერჩევა, რომელიც გამოადგება
თავისუფლად არჩევს ინფორმაციის მოპოვების ოპტიმალურ წყაროს
მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისობა მიზანთან
უჭირს ინფორმაციის მოპოვება
ინფორმაციას მოიპოვებს, მაგრამ მოპოვებულ ინფორმაციაში არის ძირითადი თემიდან გადახვევები
მოიპოვებს ზუსტად იმ ინფორმაციას, რომელიც სჭირდება კონკრეტულ სიტუაციაში
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება სათანადო (ცხრილის, წერილობითი, პრეზენტაციის და სხვ.) სახით.
ვერ ახერხებს მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებას სათანადო (ცხრილის, წერილობითი, პრეზენტაციის და სხვ.) სახით.
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებას ახერეხებს, თუმცა არასათანადო სახით.
თავისუფლად ახერხებს მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება სათანადო(ცხრილის, წერილობითი, პრეზენტაციის და სხვ.) სახით.

პრეზენტაცია "ჩვენ და კომპიუტერი"