Sunday, October 12, 2014

ტრენინგის შეჯამება

     ტრენინგზე "ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" ვისწავლე პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები, სასწავლო პროექტის ორგანიზება და შეფასება, ბლოგის შექმნა და ინფორმაციის განთავსება მასზე, სასწავლო მასალის (პრეზენტაციის და გაკვეთილის გეგმის) გამოქვეყნება LeMiLL-ზე.
       ტრენინგზე შეძენილ ცოდნას და კომპეტენციებს აუცილებლად გამოვიყენებ სწავლების პროცესში.

      ტრენინგი საინტერესო, ნაყოფიერი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა. მადლობა ამ ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენერს – ქალბატონ მარინე მურჯიკნელს.

Sunday, October 5, 2014

მე-11ტრენინგდღე

   დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითად საფეხურებს (დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება).

ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება (შეფასების სქემა)

კრიტერიუმი
შეფასების დონე
დაბალი
საშუალო
მაღალი
ინფორმაციის მოპოვების ოპტიმალური  წყაროს შერჩევა
უჭირს ინფორმაციის მოპოვების ოპტიმალურ  წყაროს შერჩევა
ინფორმაციის წყაროს არჩევს, თუმცა უჭირს ისეთი წყაროს შერჩევა, რომელიც გამოადგება
თავისუფლად არჩევს ინფორმაციის მოპოვების ოპტიმალურ წყაროს
მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისობა მიზანთან
უჭირს ინფორმაციის მოპოვება
ინფორმაციას მოიპოვებს, მაგრამ მოპოვებულ ინფორმაციაში არის ძირითადი თემიდან გადახვევები
მოიპოვებს ზუსტად იმ ინფორმაციას, რომელიც სჭირდება კონკრეტულ სიტუაციაში
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება სათანადო (ცხრილის, წერილობითი, პრეზენტაციის და სხვ.) სახით.
ვერ ახერხებს მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებას სათანადო (ცხრილის, წერილობითი, პრეზენტაციის და სხვ.) სახით.
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებას ახერეხებს, თუმცა არასათანადო სახით.
თავისუფლად ახერხებს მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება სათანადო(ცხრილის, წერილობითი, პრეზენტაციის და სხვ.) სახით.

პრეზენტაცია "ჩვენ და კომპიუტერი"

სასწავლო პროექტი "წიგნი თუ კომპიუტერი?"

პროექტის სათაური
წიგნი თუ კომპიუტერი?
პროექტის მთავარი იდეა
გამოკითხვის ჩატარება თემაზე „წიგნი თუ კომპიუტერი?“  ადამიანის ცხოვრებაში წიგნის და კომპიუტერის როლისა და ადგილის გარკვევა.
პროექტის აქტუალობა
გამოუმუშავდებათ სოციალური უნარ–ჩვევები (კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და დებატების დროს), რესურსების ორგანიზება, შინაგანი მოტივაცია, თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები
ანალიტიკური, შემოქმედებითი და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება. მოპოვებული ინფორმაციის აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი
15–16  წელი (X კლსი, 14 მოსწავლე).
ვადები/ ხანგრძლივობა
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია ანკეტის შექმნა, გამოკითხვის ჩატარება, მოპოვებული ინფორმაციის სათანადო ფორმით (ცხრილის სახით, პრეზენტაციის სახით და ა.შ.) ორგანიზება და წარმოდგენა, სასწავლო პროექტის წარდგენა და თანაკლასელთა სასწავლო პროექტების გაანალიზება, შეფასება. ასევე, მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის, სოციალური ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ენციკლოპედია, ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება  „ წიგნი თუ კომპიუტერი?“
ჯგუფები მითითებულ დავალებებთან დაკაშირებით ინფორმაციას მოიძებენ ინტერნეტში.

აქტივობა 2. მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება და წარმოდგენა.

აქტივობა 3. კითხვარი  „რომელი უფრო მნიშვნელოვანია, წიგნი თუ კომპიუტერი?“ მომზადება ინტერვიუსათვის.

აქტივობა 4. გამოკითხვა კითხვარის საშუალებით (გამოკითხავენ სხვადასხვა ასაკის და ინტელექტის მქონე ადამიანებს).

აქტივობა 5. კითხვარის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა.

აქტივობა 6. ცნობილი ადამიანების მოსაზრებების გაცნობა პროექტის თემასთან დაკავშირებით.

აქტივობა 7. თითოეული ჯგუფი, გამოკითხვით მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების და ცნობილი ადამიანების მოსაზრებების მიხედვით, ამზადებს პრეზენტაციას თემაზე: „ცვლის თუ არა წიგნს კომპიუტერი?"

აქტივობა 8. მომზადებული პრეზენტაციების პრეზენტირება, შეჯამება და პრეზენტაციების განთავსება ბლოგზე.

აქტივობა 9. დებატები თემაზე „ტექნიკური პროგრესის როლი ადამიანის ცნობიერებაზე“.

დებატების შეჯამება და რეზიუმეს წარმოდგენა წერილობითი სახით, რომელიც ბლოგზე განთავსდება.

აქტივობა 10. პროექტის შეჯამება. ვაჯამებთ პროექტს, ვამზდებთ წერილობით ანგარიშს, რომელშიც აღვწერთ პროექტზე მუშაობის პროცესს და მიღწეულ შედეგებს. წერილობითი ანგარიში გამოქვეყნდება ბლოგზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტ, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი
სოფო ჯოჯუა
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
sofosofo.jojua@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
http://sofojojua.blogspot.com/

Saturday, October 4, 2014

მე–10 ტრენიგ დღე

 
   დღეს ტრენინგზე განვიხილეთ   სასწავლო პროექტი. გავიგეთ, რა არის სასწავლო პროექტი და გავეცანით პროექტის ორგანიზების ძირითად საფეხურებს.

   1 საფეხური – თემის შერჩევა;
    2 საფეხური – კვლევის გეგმის ჩამოყალიბება;
    3 საფეხური – ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
    4 საფეხური – კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება.
 
   დღე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.